კელი დეგნანი - NDI-მ შეიმუშავა მიდგომა, რომლითაც შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ჩართულნი იყვნენ პროცესებში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში ისევე, როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისიაში.

როგორც დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ შეიმუშავა გარკვეული მიდგომა, რომელიც საშუალებას იძლევა, არჩევნებზე დაკვირვების პროცესში თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვას.

„NDI-ს ხელმძღვანელობამ ნათლად განაცხადა, რომ ისინი იქნებიან სრულად ჩართული სადამკვირვებლო პროცესში ისევე, როგორც ბოლო 25 წლის მანძილზე ისინი მონაწილეობდნენ მონიტორინგის მისიაში. NDI პროფესიონალების გუნდისგან შედგება, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საქართველო. ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის ყველა არჩევნებში მინაწილეობა აქვთ მიღებული სადამკვირვებლო მისიებში. ამ ჯერზე, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით, მათ შეიმუშავეს გარკვეული მიდგომა, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხოება თავიანთი თანამშრომლების, თუმცა, ანალოგიურად ჩართულნი იყვნენ პროცესებში. როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე იქნება ჯგუფები, რომლების პროცესებს დააკვირდებიან და ისინი მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იქნებიან აქ არ მყოფებთან. გაკეთდება იგივე სახის შეფასებები და ჩატარდება ის სამუშაო, რაც აქამდე ტარდებოდა. ასე, რომ არანაირ შემცირება სამუშაოს ან ჩართულობის ინტენსივობაში, ჩემი აზრით, მისალოდნელი არ არის. საქართველოს გაუმართლა, რომ ადგილზე არის ძალიან ბევრი გამოცდილი დამკვირვებელი, რომლებიც მთელი თავისი ენერგიით და ცოდნით დააკვირდებიან აღნიშნულ პროცესს. ჩვენი მხრიდან, საერთაშორისო საზოგადოება და საელჩოები განვამწესებთ ჩვენ საკუთარ დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესში”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა