კელი დეგნანი კიბერშეტევაზე - ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გამოძიებას დრო დასჭირდება, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე კიბერთავდასხმის უკან. თუმცა, ელჩის შეფასებით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იქნება შედეგებიც.

ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება გამოძიებას, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს. ისეთი აქტორები, როგორიც არის რუსეთი, აგრძელებენ ისეთი შესაძლებლობების მოძიებას და გამოყენებას, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაცია და დაბნეულობა გამოიწვიონ. სწორედ ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კარგი სამუშაო, რასაც იგი უკვე ასრულებს კიბერუსაფრთხოების და სტანდარტების გაზრდისკენ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით“, განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა