შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს საფრთხე, რითაც ბრალდებულები გამოძიებაზე ზეგავლენას მოახდენენ

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ლ.შ.-ს ადვოკატის, სანდრო გვიშიანის განცხადებით, „უნდა მოხდეს პატარა სასწაული“, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

როგორც გვიშიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს არანაირი საფრთხე, რითაც ბრალდებული პირები გამოძიებაზე ზეგავლენას მოახდენენ.

„დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე დაიკითხა ბრალდების მხარის 14 მოწმე. ჩვენ ვერ ვიხილეთ ვერც ერთი მოწმე და ვერც ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც იქნებოდა დამაჯერებელი, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა ბრალს. პირიქით, ყველა მოწმის დაკითხვის შემდეგ დასტურდება, რომ ჩვენი პოზიცია, რაც თავიდანვე გვქონდა არის მყარი და ბრალად წარდგენილი ქმედება დაუსაბუთებელია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, არასულწლოვანთა კოდექსის თანახმად, საკითხს ყოველ 20 დღეში იხილავს სასამართლო თუ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობაა გამოყენებული. ყველა ადვოკატს გვქონდა დასაბუთებული პოზიცია, რომ არ უნდა ყოფილიყო ძალაში დატოვებული შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. მაგრამ ასეთ დროს, ბუნებრივია, უნდა მოხდეს პატარა სასწაული, რომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს, რადგან ყოველთვის განმარტავს სასამართლო, რომ უნდა იყოს ახალი, არსებითი მნიშვნელობის გარემოება. ბუნებრივია, ახალი არსებითი გარემოებაა ის, რომ დაიკითხნენ მოწმეები და ამოიწურა ის საფრთხეები, რაც საწყის ეტაპზე არსებობდა. ბუნებრივია, უნდა შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ მოვითხოვეთ, მაგრამ სასამართლომ ამ ჯერზეც არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც უკიდურესი ღონისძიებაა არასრულწლოვნების მიმართ“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მოწმე ს.ჭ.-ს ჩვენებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან ვრცლად ისაუბრა მცხეთის აგარაკზე მომხდარის შესახებ და დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგარაკზე მცირედი კონფლიქტი ნამდვილად მოხდა.

„მაგრამ ეს კონფლიქტი აღმოიფხვრა და ის არანაირ კავშირში არ იყო შემდეგში გაგრძელებულ კონფლიქტთან. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, მან განაცხადა, რომ ლ.შ. მისი მეგობარი და თანაკლასელი დაბრუნდა აგარაკზე იმის გამო, რომ არ სურდა თავისი თანაკლასელის და ახლო მეგობრის ანა გაბეჩავას აგარაკზე დატოვება. ეს იყო მხოლოდ და მხოლოს ის მიზეზი, რის გამოც ის არ წავიდა თბილისში და დარჩა აგარაკზე. ს.ჭ.-მ მალე დატოვა აგარაკი, მას შემდეგ რაც კონფლიქტი მოხდა და ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც მან იხილა. ის ბუნებრივია შეესწრო იმ ფაქტს, რომელიც მოხდა აგარაკზე, კიბეებთან“, - განაცხადა გვიშიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა