ირაკლი ჩიქოვანი ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობას შეხვდა

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. დასრულებულია ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მათ შორის, სოფელ აბასთუმნის გზა, სადაც გადაადგილების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ ადგილობრივებს "- ამის შესახებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა აბასთუმანში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

აბასთუმნის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი ურთის მოსახლეობასაც შეხვდა.

„აქ წლების განმავლობაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოთხ ოჯახს საცხოვრებელი სახლი აუშენდა. საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელმაც მძიმე პირობების მქონე ბევრ ოჯახს შესაძლებლობა მისცა ახალ სახლებში ეცხოვრა" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, შეხვდრას ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია დაესწრნენ.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა