ირაკლი ღარიბაშვილი ODC-ის ახალ ხელმძღვანელს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველს, მაიკლ ჰონიგშტაინს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს ემყარება. მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ირაკლი ღარიბაშვილი ODC-ის ახალ ხელმძღვანელს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველს, მაიკლ ჰონიგშტაინს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს აშშ-ის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს ემყარება. მხარეებმა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ