კუკის კუნძულების ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კუკის კუნძულების ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ უილიამსი კორონავირუსით გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, კუკის კუნძულების ყოფილი ლიდერი ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდის საავადმყოფოში დაიღუპა, სადაც ის 13 აგვისტოს მოათავსეს.

აღსანიშნავია, რომ ივლისში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ქალაქ ოკლენდში ახალი შეზღუდვები დაწესდა. გუშინ კი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა ქვეყანაში გამოცხადებული განგაშის 2.5 დონე სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაახანგრძლივა, ამის მიზეზი კი ხუთშაბათს შუა ხნის მამაკაცის კორონავირუსით გარდაცვალება გახდა, რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველი ფატალური შემთხვევა იყო.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით დღემდე 24 ადამიანია დაღუპული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა