სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 649- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში "კოვიდ 19" -ს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 895-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 39 823 პაციენტი გამოჯანმრთელდა.