ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული შუახნის მამაკაცი სოფელ ასკანის მკვიდრია.

გავრცელებული ინფორმაციით, მას კონტაქტი ჩოხატაურში მცხოვრებ ,,კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთან ჰქონდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ასკანაში მიემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.