რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 205 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 020 310 -ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. კორონავირუსით რუსეთში კიდევ 110 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 17 759-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან 838 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.