თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის მოსახლეობამ აქცია გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის მოსახლეობა დაზიანებულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. ადგილობრივებმა სოფელში აქცია გამართეს და ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს.

მოსახლეობის თქმით, დაზიანებული გზის გამო, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ.

„წლებია გზის გაკეთებას ვითხოვთ, მაგრამ ოპოზიციური განწყობის გამო გვსჯიან, რადგან ჩვენს უბანში მმართველი გუნდი არჩევნებს სისტემატიურად აგებს. არც ავტობუსი მოდის და ვერც სასწრაფოს ვიძახებთ. თუ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, აქციები გაგრძელდება", - განაცხადა ადგილობრივმა იმედა სუთიძემ.

აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო