კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევიდან, ერთი „ავერსის" რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი „ავერსის" კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა ,,ავერსის" რუსთავის ფილიალში უკვე დადასტურებული კოვიდინფიცირებული მედპერსონალის ოჯახის წევრია.

მისი განცხადებით, ეს უკვე მე-14 შემთხვევაა, რომელიც ,,ავერსის" რუსთავის ფილიალის კლასტერს უკავშირდება.

ამ ეტაპზე რუსთავში მოკვლეულია 60 კონტაქტი, მათგან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი კი თვითიზოლაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა