მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნებაა

მოვახდენთ საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების რეფორმირებას, რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტურად შეცვლის საკრედიტო ისტორიას და საკრედიტო რესურსებს მკვეთრად გააიაფებს.

საქართველოში ვაფუძნებთ საერთაშორისო სტატუსის საფონდო ბირჟას, - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის „მარშალის გეგმის“ პრეზენტაციისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ ნომერ პირველი ამოცანა საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება იქნება.

„ქვეყნის განვითარება და ზრდა შეიძლება მხოლოდ 2 პარამეტრით, ერთ სულ მოსახლეზე შიდამოხმარების ზრდით ან საერთაშორისო საფონდო ბირჟის აქტიური მუშაობით. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენი მოდელი ითვალისწინებს, რომ დავაფუძნოთ საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟა. შესაბამისად, ჩავერთოთ მსოფლიო ფინანსების ცენტრებში, გავხდეთ ნაწილი იმ ფინანსური ინდუსტრიისა , რომელიც დღეს მსოფლიოშია. ხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟას, სინგაპურს, ჰონგკონგს და ა.შ. თუ ჩვენ ამის ორგანული ნაწილი არ გავხდით და საქართველოში არ გაიარა ამ ფინანსებმა, ჩვენ გრძელვადიანი სტაბილური განვითარება არ გვიწერია. შესაბამისად, ნომერ პირველი ამოცანა იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის საფონდო ბირჟის დაფუძნება. სხვათა შორის, ერთ-ერთ მათგანთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და ეს პროექტი უკვე დაძრულია. ამის საბოლოო შედეგი იქნება საქართველოში ფულადი და ფინასური რესურსების, ბიზნესების ხელმისაწვდომობა და ა.შ. ჩვენი პროგრამით, ყველა კომპანია, რომელიც არის ლიცენზირებული სახელმწიფოს მიერ, ეს იქნება ენერგო, კავშირგაბმულობის, საბანკო, მინერალური წყლების, წიაღისეულის თუ ა.შ. ვალდებულნი იქნებიან, რომ 20% განათავსონ ამ საფონდი ბირჟაზე. ამით ჩვენ ყველა მოქალაქეს საშუალებას მივცემთ, რომ გახდნენ ჩვენი წამყვანი ინდუსტრიების თანამფლობელები. ასევე, მოხდება ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზირება, ე.წ. საფონდო ბირჟის საშუალებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა