სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და მას პრობლემის მოსაგვარებლად დრო ჰქონდა მიცემული.

მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება გზის რეაბილიტაციას დროულად არ დაიწყებს, ცენტრალური გზა გადაიკეტება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს