საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კლინიკური ნიშნები ჰქონდა, პოლიკლინიკას მიმართა, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს კლინიკური ნიშნები ჰქონდა და კვლევისთვის ერთ-ერთ პოლიკლინიკას მიმართა, სადაც კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პრევენციის მიზნით არხში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და ყველა თანამშრომლის ნიმუშს იღებენ, ასევე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ტესტი ჩაუტარდება.

რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა საკონდიტრო საწარმო "დონას" კლასტერს უკავშირდება.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 13 დადასტურებული შემთხვევაა. რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის შემთხვევას, ტელევიზიაში შესულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი და მიდის ეპიდემიოლოგიური კვლევა. გათვალისწინებული იქნება ყველა კონტაქტები და ტესტირება ჩატარდება. პრევენციის მიზნით მთლიანად ტელევიზიის კოლექტივის კვლევა მოხდება",- აცხადებს რუსუდან შავიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა