კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კარანტინის დღეების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს.

გამყრელიძის თქმით, გამორიცხული არ არის, 12-დღიანი საკარანტინო რეჟიმი 8 დღემდე შემცირდეს.

„კარანტინი 14 დღიდან 12 დღემდე შემცირდა, ახლა რამდენიმე მექანიზმია დამუშავების პროცესში, იგივე 8 დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, თუკი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, რამდენად არის ამისთვის ქვეყანა მზად, გამყრელიძე პასუხობს, რომ „სისტემა დღეს ბევრად უკეთესად არის მზად, ვიდრე ეს იყო თებერვალში, მარტსა და აპრილში“, თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ამ ქვეყანაზე იდეალური არაფერია“.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა