სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები რა გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზე, საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ტურბულენციის ვითარებაში, როცა საქართველოში მოსკოვი, თეირანი და, როგორც ჩან, პეკინი აქტიურობენ, რამდენად გასაგებია და ეფექტურია საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმნოებული საგარეო პოლიტიკა, საქართველო „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
- ბატონო ემილ, გასულ კვირას მეზობელ სომხეთში, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან საზღვარი აქვს, საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მოქმედმა პრემიერ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტმა“ გაიმარჯვა.
ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება.
დარწმუნებული ვარ, სხვების მსგავსად თვალს ადევნებდით სომხეთში დაგეგმილ არჩევნებში მოსკოვის აქტიურობას, საინფორმაციო-ჰიბრიდულ ომს, მუქარებს, რასაც რუსეთში სომხური ნაწარმის შეზღუდვა მოჰყვა.
ამას ევროკავშირისა და თურქეთის მხრიდან მყისიერად მოჰყვა რეაქცია - თურქეთმა სომხეთს სახმელეთო საზღვარი გაუხსნა და სომხური პროდუქცია სახმელეთო გზით ახლა ხვდება საბერძნეთის ერთ-ერთ საპორტო ქალაქში, საიდანაც შემდეგ ევროპის ქვეყნებში.
„ტრამპის გზაში“ ამერიკელების მონაწილეობით აშშ-მ სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესი გამოხატა. სომხეთის მოძრაობა ევროკავშირისაკენ გაგრძელდება, ასევე ზანგეზურის კორიდორში ამერიკელებისა და ამერიკული ბიზნესის მონაწილეობა. როგორ ჩანს, თურქეთსა და სომხეთს შორის დაახლოების პოლიტიკა სწრაფად განვითრდება.
სომხეთი ისარგებლებს პანთურქული სოლიდარობით და ზანგეზურის კორიდორის ამოქმედების შემდეგ სომხეთს აღარასოდეს ექნება საფრთხე არც აზერბაიჯანიდან, არც არც თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან ტვირთები ამ გზაზე გაივლის
თქვენ როგორ შეაფასებდით სომხეთში პროევროპული ძალების გამარჯვებას?
სავარაუდოდ, როგორ აისახება ამ არჩევნების შედეგები სამხრეთ კავკასიაზე და საქართველოზე?
- საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად იგივე ხასიათის დარჩება. სახეზე გვექნება მცდელობა, დაბალანსდეს ერთდროულად ახლო ურთიერთობები მოსკოვთან და ევროკავშირთან/აშშ-სთან. რამდენად შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება დიდწილად დამოკიდებული იქნება საკუთრივ მოსკოვის პოზიციაზე: მოუმატებს ის ეკონომიკურ ზეწოლას ერევანზე თუ უფრო პრაგმატულ მიდგომას აირჩევს?
რუსეთისთვის რეალობა ის არის, რომ სომხეთში რუსეთისადმი სრული სიმპატიის მქონე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოყვანა ვერ მოხერხდა და, შესაძლოა, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდეს.
კიდევ ერთი რეალობა ისაა, რომ სომხეთი აღარაა იძულებული ექსკლუზიურად რუსეთზე იყოს დამოკიდებული, როგორც ეს 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომამდე იყო. სომხეთის მთელი უსაფრთხოების კონცეფცია ზუსტად რუსეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანისა და თურქეთის შეკავებაზე იყო მიმართული.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად იგივე ხასიათის დარჩება. სახეზე გვექნება მცდელობა, დაბალანსდეს ერთდროულად ახლო ურთიერთობები მოსკოვთან და ევროკავშირთან/აშშ-სთან. რამდენად შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება დიდწილად დამოკიდებული იქნება საკუთრივ მოსკოვის პოზიციაზე
დღეს განსხვავებული რეალობაა. მთიანი ყარაბაღის დაკარგვამ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერევანს ხელ-ფეხი გაუხსნა, მეტად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა აწარმოოს, რაც შეგვიძლია, მულტი-ვექტორული პოლიტიკის წარმართვის მცდელობადაც ჩავთვალოდ.
- ირანის საკითხში გაუგებარი პოლიტიკის გამო აშშ-სა და ისრაელს შორის ურთიერთოებები საკმაოდ დაიძაბა. როგორც ჩანს, ტრამპი ახლა ნანობს რომ ირანზე შეტევის საკითხში ნეთანიაჰუს დაუჯერა.
ბევრი თვლის რომ ისრაელს სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ირანი ახლაც მიიჩნევს რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა განადგურდეს. თავის მხრივ ისრაელი აძლიერებს თავის პოზიციებს როგორც ლიბანის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ჰეზბოლა რასაც უნდოდა იმას აკეთბდა, და გაზის სექტორში, სადაც ასევე ჰესბოლა დომინირებდა.
ირანის საკითხში აშშ-სა და ისრაელს შორის გარკვეული უთანხმოებები რომაა ფაქტია. რას უკავშირდება ეს უთანხმოებები და რა საკითხში ვერ თანხმდებიან მხარეები?
- აშშ-ს სურს ომის რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდება. ვაშინგტონისთვის, მაგალითად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი არაა, ირანმა ბალისტიკურ შეიარაღებაზე ან თავისი მოკავშირეებისთვის მხარდაჭერაზე ოფიციალურად უარი თქვას. ამის მიღწევა შეუძლებელიცაა, რადგან ირანს ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი სამხედრო თუ ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მიმდინარე ომი გააგრძელოს.
აშშ-სთვის მთავარია, თეირანი ბირთვული საკითხის გარშემო მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს. ისრაელისთვის კი ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ირანის ბალისტიკური პოტენციალი და ჰეზბოლასთვისა თუ ჰამასისთვის მხარდაჭერა ერთიან პრობლემას წარმოადგენს.
აშშ-სთვის მთავარია, თეირანი ბირთვული საკითხის გარშემო მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს. ისრაელისთვის კი ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ირანის ბალისტიკური პოტენციალი და ჰეზბოლასთვისა თუ ჰამასისთვის მხარდაჭერა ერთიან პრობლემას წარმოადგენს
ზუსტად ესაა ის ფუნდამენტური სხვაობა ორ მოკავშირეს შორის და რის გამოც ისრაელს ურჩევნია ირანის უფრო მეტად დასუსტება, ვიდრე საზავო ხელშეკრულების დადება.
- სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ სირიის იმ ნაწილზე, რომელსაც ახალი ხელისუფლება აკონტროლებს თურქეთის გავლენა იზრდება.
მოსკოვში რამდენიმე ვიზიტი შედგა სირიის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების. მოსკოვში ვიზიტად იყო პრეზიდენტი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი.
მიუხედავად ამისა, სირიაში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზას პრობლემები თავიდანვე ჰქონდა და ახლაც ასეთი ვითარებაა. როგორც ჩანს, ანკარას აღარ სურს სირიაში რუსი სამხედროების ყოფნა.
უკრაინა-რუსეთს შორის ომის მიუხედავად რუსეთმა განაცხადა რომ მოსკოვი დამასკოსთან სირიაში თავისი სამხედრო ბაზების „რეფორმატირებაზე“ მოლაპარაკებების მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით მოსკოვსა და დამასკოს შორის რუსული სამხედრო ბაზების „რეფორმატირებაზე“ დაწყებულ მოლაპარაკეკებს და, სავარუდოდ, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
- აღნიშნული განცხადება საინტერესოა, რადგან ის ემთხვევა რუსეთის სამხედრო პოზიციების შესუსტებას მალიში, სადაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აჯანყებულებმა პრაქტიკულად ქვეყნის დედაქალაქთან არიან მისულები და რუსული სამხედრო ნაწილებს, ყოფილი „ვაგნერელებს“, უკან დახევა მოუწიათ.
რამდენიმე კვირის წინ მოსკოვსა და ლიბიაში გაბატონებულ ორ ხელისუფლებას შორის აქტიური მოლაპარაკებები წარიმართა სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებზე. რუსეთის ცვალებადი პოზიცია სირიაში ამ ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ.
ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დაცემის შემდეგ, სირიაში რუსული ბაზების ლეგალურობის საკითხი, სულ უფრო მეტადაა დღის წესრიგში
სირიაში არსებული რუსული ბაზები ხომ მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის პოზიციების გამყარებისთვის არაა მიმართული, არამედ პირდაპირ უკავშირდება რუსეთის სამხედრო აქტივობას აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ საჰელის რეგიონში.
ამიტომაც, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების დაცემის შემდეგ, სირიაში რუსული ბაზების ლეგალურობის საკითხი, სულ უფრო მეტადაა დღის წესრიგში.
- რადგან სირიის თემას შევეხეთ, უნდა გავიხენოთ იმ საკითხიც, რაზეც ადრე გვისაუბრია და საქართველოსთვის აქტუალურია.
მას შემდე, რაც სირიაში უმცროსი-ასად ბაშარის რეჟიმი დაემხო და თავად იგი რუსეთში გაიქცა, იყო მოლოდინი რომ საქართველოს ხელისუფლება სირიის ახალი ხელისუფლებისაგან დამასკოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევას მოითხოვდა.
სამწუხაროდ, ჩვენ არც ის ვიცით, ქართულ მხარეს ამ თემაზე ჰქონდა თუ არა სირიის ხელისუფლებასთან თუნდაც კულუარული კონსტულტაციები. ვიცით ის, რომ დამასკოში ვიზიტად იმყოფებოდა სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი ბარციცი.
აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები რომ კონფრონტაციულია, ვხედავთ. არადა, იყო დრო სოხუმისა და ცხინვალის არაღიარების პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი სწორედ ვაშინგტონი იყო.
აშშ-სა და საქართველოს შორის რომ ნდობა მაღალი იყოს, ურთიერთობები ნორმალურ მდგომარეობაში, იქნებოდა თუ არა იმის შესაძლებლობა რომ სირიის ახალ ხელისუფლებას გაეწვია აფხაზეთის ადა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება?
- არ ვფიქრობ იმას, რომ აშშ-სთვის სირიასთან ურთიერთობაში საქართველოს საკითხი პრიორიტეტულია. იქნებოდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობები თუ არა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია რა სახის ურთიერთობები ჩამოყალიბდება მოსკოვსა და დამასკოს შორის. თუ საბოლოოდ მოხერხდა სირიაში მოსკოვის სასარგებლოდ რუსული ბაზების საკითხის მოგვარება, დამასკო არ შეეცდება, ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევას.
თუ საბოლოოდ მოხერხდა სირიაში მოსკოვის სასარგებლოდ რუსული ბაზების საკითხის მოგვარება, დამასკო არ შეეცდება, ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევას
მართალია, აღნიშნული საკითხი ვერ იქნება მნიშვნელოვანი დამასკოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში, თუმცა, მან გარკვეული უთანხმოება მაინც შესაძლოა, რომ გამოიწვიოს.
სირიასთვის კი რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ისევე, როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საკვანძო მნიშვნელობისაა რთული მდგომარეობიდან გამოსაღწევად და რეგიონში ისრაელის დასაბალანსებლად.
- საუბარი იმით უნდა გავაგრძელთ, რითაც დავიწყეთ. ანუ სომხეთში ჩატარებული საპარლამეტო არჩევნების შედეგებზე სამხრეთ კავკასიისთვის და საქართველოსთვის.
აზერბაიჯანს არც ევროკავშირში და არც ნატოში გაწევრიანების გეგმები არ აქვს. სომხეთმა კი ევროპისკენ გეზი ახლა აიღო. საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის მიზნად ჩაწერილია და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება, ასევე ის, რომ კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოიებს ამ თემებზე უმუშაონ.
საქართველოს მმართველი გუნდი კი აცხადებს რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანება, მაგრამ, დღე არ გავა თავისი რიტორიკით ჩვენი ევროპელი პარტნირები რომ არ გალანძღოს. საქმე იქამდეც კია მისული ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებზე ისე წუწუნებენ, რომ როგორც ჩანს, ავიწყდებათ რომ ჩვენი მოქალაქეების უმეტესად ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში გარბიან.
თუ მანამდე პრემიერი აცხადებდა რომ ოფიციალური თბილისი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, ახლა ვხედავთ, რომ „ევროპულ ბიუროკრატიაზე“ იმის გამოა გაბრაზებული მმართველი გუნდი რომ ბრიუსელი მათ ისეთად არ იღებს, როგორც თავად უნდათ და აფორმებს ჩინეთთან შეთანხმებას ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
როგორც ირკვევა, ამ ტიპის შეთანხმებები ჩინეთს არაფერს ბევრს არ ავალდებულებს გარდა იმ პროექტებში მონაწილეობისა, რაც პრემიერმა სულ ახლახან დაანონსა და ჩინეთში ახლაგაზრდების სწავლასა და ჩინურ ახლაგაზრდობასთან ერთობლივ ურთიერთოებებს ეხება.
ფაქტია, რომ 2023 წელს ხელმოწერილი ქართულ-ჩინური კომუნიკეთი ჩინეთს არ აქვს აღებული ვალდებულება აღიაროს ჩვენი სუვერენიტეტი აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე.
და ეს ხდება იმის ფონზე როცა აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობები აღარა ვაქვს. ევროპაში უკრაინა-რუსეთის ომის გამო ახალი რეალობა ყალიბდება. ახლა როცა მსოფლიოში ძალები ასე ლაგდებიან - აშშ - ჩინეთი-ევროპა, საქართველო არც ერთ ვექტორსა და თუ პოლუსზე არ ჩანს.
ვინც აქამდე ითხოვდა საგარეო ურთიერთობებში მრავლვექტორული პოლიტიკის გატარებას, ვგულისხმობ რუსეთს, ის არც ვექტორად და არც პოლუსად არ მოიაზრება, არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომის გამო, არამედ იმის გამო რომ ის ზედმეტადაც კი დასუსტებულია.
თქვენ როგორ დაახასიათებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას?
საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი ტურბულენციის პირობებში რა ტიპის საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა?
- ვფიქრობ, საქართველო ცდილობს მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარებას. სწორი მრავალ-ვექტორული პოლიტიკა არის ერთადერთი მომგებიანი/სასარგებლო მიდგომა თანამედროვე მსოფლიოში. რომ გავიხედოთ ჩვენს გარშემო, საქართველოს ყველა მეზობელი, ცენტრალური აზიის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთის მრავალი მოთამაშე, ყველა მიყვება მრავალ-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას.
სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის თუ ყაზახეთის ლიდერები ერთ დღეს დასავლეთ ქვეყნების მმართველებს, მეორე დღეს კი რუსეთის თუ ჩინეთის პრეზიდენტებს ხვდებიან. ამიტომაც, თუ საქართველო უფრო გაცხადებულად ისაუბრებს და გაატარებს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, ამაში კონტრპროდუქტიულს არაფერს ვხედავ.
თუ საქართველო უფრო გაცხადებულად ისაუბრებს და გაატარებს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, ამაში კონტრპროდუქტიულს არაფერს ვხედავ
მრავალ-ვექტორული პოლიტიკა გარვეულწილად საგარეო პოლიტიკური ფილოსოფიაცაა, რომელიც მოითხოვს მეზობელი ქვეყნებისა და გლობალური ძალთა ბალანსის უკეთ გააზრებას, საკუთარი პოტენციალის უკეთ დაფასებას და მის მორგებას ცვალებად რეალობაზე. მრავალ-ვექტორული საგარეო პოლიტიკა პრაგმატული პოლიტიკაცაა და კარგად ერგება თანამედროვე ქაოტურ მსოფლიოს, სადაც წესრიგი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
მრავალ-ვექტორული პოლიტიკა გარვეულწილად საგარეო პოლიტიკური ფილოსოფიაცაა, რომელიც მოითხოვს მეზობელი ქვეყნებისა და გლობალური ძალთა ბალანსის უკეთ გააზრებას, საკუთარი პოტენციალის უკეთ დაფასებას და მის მორგებას ცვალებად რეალობაზე
ამ აზრის ვიყავი ჯერ კიდევ 2020 წელს, როდესაც ამაზე პირველად დავწერე, თუმცა, დღეს, ასეთი პოლიტიკის გატარების საჭიროებას უფრო მეტად ვხედავ. რა თქმა უნდა, მრავალ-ვექტორული პოლიტიკის გატარება შესაძლებელია მანამ, სანამ მსოფლიოში ერთგვარი ქაოსია. თუ ჩვენთან რეგიონში ერთი რომელიმე ძალა განსაკუთრებით მოძლიერდება, ასეთი პოლიტიკის გატარება გართულდება.
- ამ პროცესების ფონზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მარია ზახაროვა ოფიციალურ თბილისს უწონებს „სუვერენიტეტის დაბრუნებას“. როგორც ჩანს, მისი აზრით, თუ საქართველოს აშშ-სა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა, ეს ჩვენი სუვერენიტეტის დაბრუნებაა.
არადა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, ამ ოკუპირებული ტერიტორიების „არაღიარების პოლიტიკაში“ მხარს სწორედ აშშ და ევროპა გვიჭერდა მხარს.
ამ მოვლენების ფონზე გვერდს ვერ აუვლით ბოლო ხანებში საქართველოში ირანის ელჩის აქტიურობას. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა იგი აშშ-გან თბილისიდან მოითხოვს „სამყაროსადმი დამოკიდებულების შეცვლას“
სხვათა შორის, არც რუსეთმა, არც ჩინეთმა და არც ირანმა მხარი არ დაუჭირეს გაეროს ასამბლიაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას. ამ თემაზე ხელისუფლებამ საკმაოზე მეტად არადამაჯერებელი კომენტარი კი გააკეთა. ფაქტია, რომ მოსკოვი და თეირანი კარგა ხანია ცდილობენ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის შემცირებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ოფიციალური მოსკოვის, ხოლო მეორე მხრივ ოფიციალური თეირანის აქტიურობას საქართველოში, რაც მათი მხრიდან ერთი მხრივ ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ჩარევად, ხოლო მეორე მხრივ საგარეო პოლიტიკის კორექტირების მცდელობას უფრო ჰგავს?
- ამ სამივე ქვეყანას სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის და ზოგადად დასავლეთის გავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, რომელსაც თან ზღვაზე გასასვლელიც აქვს. ლოგიკურია, რომ თეირანი, პეკინი თუ მოსკოვი ცდილობენ თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ.
საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, რომელსაც თან ზღვაზე გასასვლელიც აქვს. ლოგიკურია, რომ თეირანი, პეკინი თუ მოსკოვი ცდილობენ თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
თუმცა, აქ მდგომარეობიდან დადებითი რამის დანახვაც შეგვიძლია. ამ დიდ ქვეყნებს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა ოფიციალურ თბილისს გარკვეულ უპირატესობასაც ანიჭებს.
შესაძლებელია, საქართველოში დიდი ქვეყნების ინტერესების შეთამაშებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სარგებლის მიღება. ეს პირდაპირ ერგება ზემომოყვანილ მსჯელობას საქართველოს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი