„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა

საერთაშორისო ღვინის კონკურსზე, MUNDUS VINI Summer Tasting 2026 - კომპანია „ვაინ კახეთის“ მიერ წარდგენილმა ღვინის ორივე სახეობამ ოქროს მედლები დაიმსახურა. ოქროს მედლებით დაჯილდოვდა „ვივი რქაწითელი ქვევრი“ და „ვივი საფერავი ქვევრი“.

MUNDUS VINI გერმანიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო კონკურსია, სადაც ღვინოებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ენოლოგები, სომელიეები და ღვინის მაგისტრები აფასებენ. კონკურსი ფარული დეგუსტაციის (blind tasting) პრინციპით მიმდინარეობს, სადაც ნიმუშების შეფასება ბრენდისა და მწარმოებლის იდენტიფიცირების გარეშე, მხოლოდ არომატის, გემოს, ბალანსისა და სტრუქტურის მიხედვით ხდება.

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო ჟიურიმ ჩვენი ორივე ღვინო ოქროს მედლით დააჯილდოვა. ეს შედეგი ქართული ქვევრის ღვინის ხარისხისა და პოტენციალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა,“ — აცხადებენ „ვაინ კახეთში“.

„ვაინ კახეთი“ ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით მაღალი ხარისხის ღვინოებს ქმნის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საექსპორტო ბაზრებზე.

(R)

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ