ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში

გერმანიის საქსონიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე, იმაზე, თუ რამდენად დიდია სამხარეო არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბერლინსა და პომერანიაში გამარჯვების შანსი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ასევე იმაზე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქსონიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების უკან ამერიკული და რუსული სპეცსამსახურები იდგნენ, სავარაუდოდ, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის ფავორიტ მარი ლე პენს, თუ რუსულ სპეცსამსახურებს ასე ღიად შეუძლიათ გერმანიასა და საფრანგეთში მუშაობა, ეს, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს, „ინტერპრესნიუსს“, იენას ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, გერმანიაში, საქსონიაში ჩატარებულ სამხარეო არჩევნების შედეგებზე გვინდა გესაუბროთ.

ამ არჩევნების შედეგებმა შოკში ჩააგდო არა მხოლოდ გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და კანცლერი მერცი. ფაქტი ისაა, რომ საქსონიაში ადგილობრივ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ამომრჩეველთა ხმების 44% მიიღო.

მიუხედავად ამისა, კანცლერმა მერცმა ამ არჩევნების შედეგებზე საუბრისას თქვა - „ერთ მილიმეტრასც არ დავიხევთ უკან უკრაინის დახმარების საკითხსა და რუსეთთან დაპირისპირებაში“. თუმცა, კანცლერი მერცი იძულებული იყო ეღიარებინა, „ამ არჩევნების შემდეგ „გერმანია შეიცვალა“.

პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა კი განაცხადა - „უიმედო იდიოტები“ არიან ისინი, ვისაც გერმანიის სამხარეო არჩევნებში, პროპუსული ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვება უხარია“.

გასაგებია რომ საქსონია მთელი გერმანია არაა, ეს მხარე სიდიდით არც ისე დიდია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მან გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისთვის არასასიამოვნო პრეცედენტი შეიქმნა.

ცხადია, რომ ამ არჩევნების შედეგები აღმოჩნდა მოქალაქეების რეაქცია გერმანიაში მიგრაციაზე, ინფლაციაზე, ეკონომიკურ კრიზისზე და ასე შემდეგ.

ამან გამახსენდა თქვენი ინტერვიუ „ინტერპრესისათვის“, სადაც თქვენ თქვით - „ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ“.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქსონიაში ადგილობრივ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას?

- აფდ-ს გამარჯვებას ბევრი ელოდა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ „მხოლოდ“ 44 პროცენტი აიღეს - ანუ ერთპიროვნულად საქსონია ანჰალტის ადგილობრივი მთავრონბის დაკომპლექტებას ვერ შეძლებენ და კოალიციაში შესვლა მათთან დიდად არავის უნდა, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

როგორც აღნიშნეთ საქსონია შედარებით პატარა და შეიძლება ითქვას უმნიშვნელო მხარეა გერმანიის, მაგრამ აფდ-ს ასეთი დიდი უპირატესობით გამარჯვებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს - კარგად აჩვენებს სავალალო პოლიტიკურ დინამიკას ქვეყნის შიგნით, და ერთგვარი გაფრთხილებაა გერამნიის პოლიტიკური ელისტისთვის რა შეიძლება მოხდეს მომავალში უფრო მასშტაბურ დონეზე.

აფდ-ს გამარჯვებას ბევრი ელოდა, თუმცა მნიშვნელოვანია რომ „მხოლოდ“ 44 პროცენტი აიღეს - ანუ ერთპიროვნულად საქსონია ანჰალტის ადგილობრივი მთავრონბის დაკომპლექტებას ვერ შეძლებენ და კოალიციაში შესვლა მათთან დიდად არავის უნდა, თუმცა გამორიცხულიც არაფერია

ამასთან არსებობს კონკრეტული შიშებიც ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც. გერმანიის ზოგადად ფედერალური მოწყობის ქვეყანაა - სადაც ფედერალურ მხარეებს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები აქვთ - მათ შორის ძალოვან უწყებებში.

ამიტომ ბევრი შიშობს რომ აფდ-ს მსგავსი პარტიის თუნდაც ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლამ შიეძლება ქვეყანას უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნას, გახადოს უფრო მოწყვლადი რუსეთის მიმართ და გააჩინოს უსსაფრთხოების შავი ხვრელები ქვეყნის შიგნით.

მეორე მხრივ, აფდ-ს აღამსვლა რათქმაუნდა ტრადიციული პოლიტიკური პარტიების ღრმა კრიზისის დამსახურებაა. აფდ ამას სათავისოდ იყენებს და არც ის მგონია რომ რომელიმე ამ პრობლემას ეფექტურად გადაჭრის, მაგრამ რასაც საუბრობს ყველაფერი მცდარი არ არის. ის რომ გერამნიის მთავრობებმა - განსაკუთრებით მერკელის მმართველობის დროს და შემდეგ ოლაფ შოლცის კოალიციის პირობებში, დაუშვეს უამრავი ფატალური შეცდომა - ატომურ ენერგიაზე უარის თქმა, უკონტროლო მიგრაციის ფაქტობრივად წახალისება, ჩინეთზე ინდუტსრიული და სავაჭრო დამოკიდებულება, ეკოლოგიური რეფორმების მთელი ტალღები, რომელმაც უაზროდ გაუძვირა ცხოვრება მოსახლეობას - ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, აფდ-ს აღმასვლა ლოგიკური პასუხია ცენტრისტული პოლიტიკის ჩაფლავებაზე გერმანიაში.აქედან ყველაზე მტკივნეული და გაუაზრებელი მაინც იყო ატომურ ენერგიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა - ვერავინ ხსნის გერმანიაში დღეს რაციონალურად, რამ გადაადგმევინა მერკელს ეს ნაბიჯი.

აფდ-ს აღმასვლა ლოგიკური პასუხია ცენტრისტული პოლიტიკის ჩაფლავებაზე გერმანიაში.აქედან ყველაზე მტკივნეული და გაუაზრებელი მაინც იყო ატომურ ენერგიაზე ნებაყოფლობით უარის თქმა - ვერავინ ხსნის გერმანიაში დღეს რაციონალურად, რამ გადაადგმევინა მერკელს ეს ნაბიჯი

ეს საკითხები ერთმანეთზე გადაბმულია: ატომური ენერგიაზე უარის თქმამ, და რუსული ენერგომატარებლების შეზღუდვამ გამოიწვია ელექტროენერეგიაზე ფასების მატება, რაც ნაკლებად კონკურენტულს ხდის გერმანულ მძიმე საექსპორტო მრეწველობას, რაზეც რეალურად ქვეყნის ეკონომიკა დგას. ამას ემატება ე.წ. ჩინეთის შოკის მეორე ტალღა — ანუ ჩინეთმა დაიწყო ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც პირდაპირ კონკურენციაში შედის გერმანიის ტრადიციულ მრეწველობასთან, მაგალითად ავტომობილები და დანადგარები, და რასაც გერმანია ძალიან მოუმზადებელი შეხვდა.

ადრე გერმანიის მოდელი დაახლოებით ასეთი იყო: ჩინეთში ყიდდა ავტომობილებს, დანადგარებსა და სხვა ძვირადღირებულ ინდუსტრიულ პროდუქციას. ახლა ჩინეთი თვითონ აწარმოებს სულ უფრო მეტ ასეთ პროდუქტს, თან ხშირად უფრო იაფად, და უკვე გერმანელებს არა მარტო ჩინეთის ბაზარზე, არამედ მესამე ქვეყნებსა და თვით ევროპაშიც უწევს კონკურენციას.- შედეგად ბოლო პერიოდში გერამნიის საავტომობილო კომპანიებმა უკვე დაანონსეს ათობით ათასი სამუშაო ადგილის გაუქმება.

გერმანიის მოდელი დაახლოებით ასეთი იყო: ჩინეთში ყიდდა ავტომობილებს, დანადგარებსა და სხვა ძვირადღირებულ ინდუსტრიულ პროდუქციას. ახლა ჩინეთი თვითონ აწარმოებს სულ უფრო მეტ ასეთ პროდუქტს, თან ხშირად უფრო იაფად

ამას ემატება სოციალური პრობლემებიც და ცხოვრების გაძვირება, რაც ხშირად გაუაზრებელი რეფორმებითაც იყო გამოწვეული. პრობლემა მხოლოდ ის კი არ იყო, კარგია თუ ცუდი კლიმატის დაცვა, არამედ ის, რა ტემპით და რა ფორმით ატარებდნენ ამ რეფორმებს და ვის აკისრებდნენ მათ საფასურს. ბევრი მოქალაქე ხედავდა, რომ პოლიტიკური ელიტა ერთდროულად ეუბნებოდა — შეცვალე გათბობის სისტემა, შეცვალე მანქანა, უფრო ძვირი გადაიხადე საწვავში, დენში, გათბობაში, გააკეთე სახლის ენერგეტიკული რემონტი - მაშინ როდესაც მათი ხელფასი იმავე ტემპით არ იზრდებოდა. სწორედ ასეთ გარემოში AfD-სთვის ძალიან ადვილი გახდა ეთქვა, რომ მწვანე ექსპერიმენტების საფასურს ჩვეულებრივ მოქალაქეებს ახდევინებენ.

ამას დაემატა პენსიების მომავლის შიში, ძვირი საცხოვრებელი და ქირა, კრიმინალისა და უსაფრთხოების საკითხი და განსაკუთრებით მიგრაცია, რომელსაც AfD ძალიან ეფექტურად აკავშირებდა სოციალურ ხარჯებთან, საცხოვრებლის დეფიციტთან და განცდასთან, რომ სახელმწიფო ჯერ ახალჩამოსულებზე ზრუნავს და მერე საკუთარ მოქალაქეებზე.

აღმოსავლეთ გერმანიაში ამას ემატება კიდევ უფრო ღრმა წყენა - რომ გაერთიანებიდან 35 წლის შემდეგაც ბევრი ადამიანი თავს ეკონომიკურად და პოლიტიკურად მეორე პლანზე გრძნობს. შედეგად საშუალო და ქვედა ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს პოლიტიკოსებისგან მიტოვებულად გრძნობს და AfD-ს უკვე არა მხოლოდ პროტესტის ნიშნად, არამედ როგორც საკუთარი ინტერესების გამომხატველ პარტიასაც ირჩევს.

შედეგად საშუალო და ქვედა ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს პოლიტიკოსებისგან მიტოვებულად გრძნობს და AfD-ს უკვე არა მხოლოდ პროტესტის ნიშნად, არამედ როგორც საკუთარი ინტერესების გამომხატველ პარტიასაც ირჩევს

- ვიცით რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღგენას და რუსეთისთვის სანქციების მოხსნის მომხრეა.

მაგრამ, ძნელი დასაჯერებელია ის რომ თუნდაც, ამ პარტიის მომხრეები არაფრად მიიჩნევენ იმას, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას მხოლოდ იმის გამო ბომბავს რომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღოს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების კრემლის პირობები.

მახსენდება თუ რა წვლილი შეიტანა ილონ მასკმა ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში. შემდეგ, თუ როგორ აკრიტიკებდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, ევროპას, შემდეგ ტრამპი ევროპას, შემდეგ კი ილონ მასკი ევროპას.

გვახსოვს, მასკის განცხადებები იმაზე რომ შემდეგ არჩევნებზე ისე და იმდენად დააფინანსებდა „ალტერნატივას გერმანიისთვის“ რამდენადაც საჭირო იქნებოდა. მასკის ეს დაპირება ასე იკითხება - „საჭირო იქნებოდა“ იმისთვის, რომ გერმანიის მთავრობას უარი ეთქვა უკრაინისთვის დახმარებაზე.

გვახსოვს, უკრაინის ომთან დაკავშირებით გერმანიის სპეცსამსახურების არა ერთი სერიოზული შეფასებები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გერმანიის მიმართ რუსეთის გეგმებზე. კრემლის პროპაგანდის მტკიცებები - „შეგვიძლია გავიმეოროთ“!

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მხარესაა, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ალტერნატივა გერმანიის“ უკან არა მხოლოდ ამ პარტიის გერმანილი ამომრჩეველი, არამედ აშშ-სა და რუსეთის ოლიგარქიული წრეები დგანან, რომლებსაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, იარსებებს თუ არა უკრაინული სახელმწიფო და დაბომბავს თუ არა უკრაინულ ქალაქებს რუსეთი.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქსონიაში სამხარეო არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთამბეჭდავი გამარჯვების უკან იდგნენ არა მხოლოდ ამერიკელი და გერმანელი ოლიგარქები, არამედ ერთობლივად ამერიკული და რუსული სპესამსახურები?

- რა თქმა უნდა, როგორც რუსეთი ისე ტრამპის ადმინისტრაცია აფდ-ს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და ამას არც მალავენ. რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაც უთუოდ ძიერია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი ძალიან ეფექტური აგენტურული ქსელი ჰქონდა.

აღსანიშნავია რომ აფდ-ს ადგილობრივ საარჩევნო სიებში შტაზის ყოფილი აგენტებიც იყვნენ და რამდენიმე ადგილობრივ საკრებულოებშიც მოხვდა. თუმცა ზოგადად აფდ-ს ბოლოდროინდელი წარმატება მაინც არ შეიძლება მივაწეროთ უცხო სპეცსამსახურების ოპერაციებს ან აშშ-რუსეთის რაღაც ერთობლივ შეთქმულებას.

როგორც რუსეთი ისე ტრამპის ადმინისტრაცია აფდ-ს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი და ამას არც მალავენ. რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაც უთუოდ ძიერია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირი ძალიან ეფექტური აგენტურული ქსელი ჰქონდა

კი მათ შეიძება ეს გამოიყენეს სათავისოდ და პრობლემის აქტუყაკლიზაცია მოახდინეს, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა და განწყობებია, და ის რომ ტრადიციულმა პარტიებმა - ქრისტიან-დემოკრატებმა იგივე კონსერვატორებმა, სოციალ-დემოკრატებმა და სხვებმა დაკარგეს ამომრჩეველთან წვდომა, გაექცათ პოლიტიკური ფოკუსი, დაუშვეს უამრავი შეცდომა, ატომური ენერგოსადგურების დახურვით დაწყებული - უკონტროლო მიგრაციით დამთავრებული.

და შესაბამისად ისჯებიან ამომრჩველის მიერ, არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი შედეგები უარესდება. ამას ემატება მათი როგორც აღმოჩნდა მცდარი სტრატეგია აფდ-ს მიმართ, ე.წ. „Brandmauer„ (იგივე firewall), შექმნეს ერთგვარი სანიტარული კორდონი აფდ-ს ირგვლივ, ჰყავდათ მუდმივად იზოლაციაში, არ თანამშრომლობდნენ, არ კოალირებდნენ.

მსგავსად იქცოდნენ მედიებიც, ხშირად არ იწვევდნენ აფდ-ს პოლიტიკოსებს ან თუ იწვევდნენ ჰქონდათ ირონიული და კრიტიკული ტონი. ამან აფდ-ს ჩაგრულის იმიჯი შეუქმნა და კიდევ უფრო გააღიზიანა უკმაყოფილო ამომრჩეველი.

ასევე ზოგადად აღმოსავლეთ გერმანიაში სპეციფიკური საარჩევნო ელექტორატია. რეგიონი 45 წელი საბჭოთა ბლოკის პოლიტიკური და იდეოლოგიური სისტემის ქვეშ იყო და გერმანიის გაერთიანების შემდეგ ბევრ მოქალაქეს გაუჭირდა საკუთარი თავის პოვნა ახალ რეალობაში. თუმცა მხოლოდ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ აღმოსავლეთ გერმანელებს დემოკრატიული ღირებულებები ნაკლებად აქვთ.

დღეს AfD-ს ბევრი ახალგაზრდა ამომრჩეველი საერთოდ არ დაბადებულა გდრ-ში.

უფრო მნიშვნელოვანია ის განცდაც, რომელიც აღმოსავლეთში დღემდე არსებობს — რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ისინი ხშირად მეორე პლანზე აღმოჩნდნენ, მათი რეგიონები ჩამორჩა, მათი პრობლემები ბერლინში არ ესმით და დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური ელიტა მათ ზემოდან უყურებს. AfD ამ წყენას ძალიან კარგად იყენებს.

უფრო მნიშვნელოვანია ის განცდაც, რომელიც აღმოსავლეთში დღემდე არსებობს — რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ისინი ხშირად მეორე პლანზე აღმოჩნდნენ, მათი რეგიონები ჩამორჩა, მათი პრობლემები ბერლინში არ ესმით და დასავლეთ გერმანიის პოლიტიკური ელიტა მათ ზემოდან უყურებს. AfD ამ წყენას ძალიან კარგად იყენებს

ამას ემატება რუსეთის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაც. აღმოსავლეთ გერმანიაში მოსახლეობის ნაწილი რუსეთს დღემდე გაცილებით ნაკლებად აღიქვამს საფრთხედ, ვიდრე დასავლეთში, და უფრო მეტად უჭერს მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას. სწორედ ამ გარემოში რუსული პროპაგანდაც უფრო ეფექტურად მუშაობს.

აშშ-ს როლს რაც შეეხება, ზოგადად თავად ის ფაქტი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კეთილგანწყობილია AfD-ს მიმართ, ცოტა კომიკურიც არის. იმიტომ, რომ AfD არ არის მაინცდამაინც პროამერიკული პარტია. პირიქით, ის ისტორიულად ძალიან კრიტიკული იყო ამერიკული გავლენის მიმართ, რუსეთთან დაახლოებას ითხოვს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება აქვს ჩინეთის მიმართაც. და აქ მართლაც პარადოქსი გამოდის: ტრამპის ადმინისტრაციისთვის და საერთოდ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიისთვის მთავარი გრძელვადიანი კონკურენტი სწორედ ჩინეთია.

AfD კი ამბობს — რუსეთთან ურთიერთობაც უნდა აღვადგინოთ და ჩინეთთანაც კარგი ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გვქონდეს. ანუ აშშ AfD-ს ეხმარება ისეთი პოლიტიკური ძალის გაძლიერებაში, რომლის საგარეო-პოლიტიკური ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს საერთოდ არ ემთხვევა.

ამიტომ, ალბათ აქ უფრო სწორია ვილაპარაკოთ არა რაღაც ერთიან ამერიკულ-რუსულ შეთქმულებაზე, არამედ სიტუაციურ ინტერესთა თანხვედრაზე: ტრამპისტებს, კრემლსა და AfD-ს რაღაც საკითხებში ერთმანეთი აწყობთ - ევროკავშირის დასუსტება, დღევანდელი გერმანული პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაციის საკითხი და ა.შ. - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესებიც ერთნაირია. ჩინეთთან დამოკიდებულება ამის კარგი მაგალითია.

ტრამპისტებს, კრემლსა და AfD-ს რაღაც საკითხებში ერთმანეთი აწყობთ - ევროკავშირის დასუსტება, დღევანდელი გერმანული პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ ბრძოლა, მიგრაციის საკითხი და ა.შ. - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ინტერესებიც ერთნაირია

- 20 სექტემბერს, გერმანიის რამდენიმე მხარეში უნდა ჩატარდეს სამხარეო არჩევნები. კერძოდ, ბერლინში, პომერანიაში და კიდევ რიგ მხარეებში. ვიცით, რომ ბერლინში „ალტერნატივას გერმანიისთვის“ ამომრჩეველთა მხოლოდ 18% უჭერს მხარს. მერცის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიას კი მხოლოდ 8-10%-ი.

გერმანიის დღევანდელი კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატებისა და „მწვანეების“, არც ისე მაღალია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანიის დედაქალალქის, ანაც პომერანიის ამომრჩევნებმაც დაუჭირონ მხარი ულტრამემარჯვენე, პრორსუსულ, თითქმის ნაცისტური ლოზუნგების ხშირად გამომყენებელ „ალტერნატივას გერმანიისთვის“?

თუ ასე მოხდა, ამის შემდეგ გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა სავარაუდო ცვლილებები იქნება მოსალოდნელი?

- ბერლინი ტრადიციულად მემარცხენე ქალაქია, აქ გაუჭირდება აფდ-ს უმრავლესობის მოპოვება. არც ფედერალურ დონეზეა მოსალოდნელი რომ აფდ-მ შედეგ არჩევნებზე იმდენი ხმა მიიღოს, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდეს. მაგრამ მისი გავლენა მაინც დიდი იქნება და აიძულებს სხვა პარტიებს გაატარონ ისეთი პოლიტიკა, რომ მეტი ამომრჩეველი არ დაკარგონ.

სავარაუდოდ მოხდება ის, რაც სხვა ქვეყნებში, მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში უკვე შემდგარი პროცესია - ტრადიციული პარტიები და მთელი პარტიული პოლიტიკა გადაიღებს ულტრამემარჯვენე იდეებს და გააკეთებენ იგივეს ან მსგავსს რათა აფდ ხელისუფლებაშ არ მოუშვან. მერცმა უკვე დააანონსა უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა და მოქალაქეობის მიღების წესების გამკაცრება. ეს იქნება საუკეთესო სცენარის შემთხვევაში.

ბერლინი ტრადიციულად მემარცხენე ქალაქია, აქ გაუჭირდება აფდ-ს უმრავლესობის მოპოვება. არც ფედერალურ დონეზეა მოსალოდნელი რომ აფდ-მ შედეგ არჩევნებზე იმდენი ხმა მიიღოს, რომ ქვეყნის სათავეში მოვიდეს

და იმ შემთხვევაში თუ აფდ ხელისუფლებაში მოვა, ცვლილებები რათქმაუდან იქნება უფრო რადიკალური - დაახლოება რუსეთთან და მასთან ენერგოთანამშრომლობის აღდგენა, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა, საზღვრების ჩაკეტვა, ევროკავშირიდან გასვლა და ნატოს შიგნით თანამშრომლობის შემცირება, თუმცა ყველა ამ პუნქტის შესრულება აფდ-ს ძალიან გაუჭირდება, გერმანია ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის დატოვება შედერაბით უმტკივნეულოდ გადაიტანოს და არც პრორუსულ კურსზე დადგომა იქნება მარტივი, ყველა მეზობელს ერთბაშად გადაიმტერებს.

მინიმუმ შემდეგი არჩევნებისთვის ეს პესიმისტური სცენარი ნაკლებ სავარაუდოა, აფდ-ს ხმების სრული უმრავლესობა დასჭრირდება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს, კოალიციურ მთავრობაში მასთან არავინ შევა.

ზოგადად უნდა ითქვას რომ აფდ ყველაზე რადიკალური ულტრამემარჯვენე პარტიაა ევროპის დიდ სახელწმიფოებს შორის, თვით მარინ ლეპენს და ფრანგ ულტრამამერჯვენეებიც თავს იკავებენ მათთან თანამშრომლობისგან.

ზოგადად უნდა ითქვას რომ აფდ ყველაზე რადიკალური ულტრამემარჯვენე პარტიაა ევროპის დიდ სახელწმიფოებს შორის, თვით მარინ ლეპენს და ფრანგ ულტრამამერჯვენეებიც თავს იკავებენ მათთან თანამშრომლობისგან

ეს რადიკალიზმი რათქმაუნდა ხელს უშლის აფდს საკუთარ ქვეყანაშიც სხვა პარტიებთან კოალირებაში და ხელისუფლების სათავაეში მოსვლაში.

- საფრანგეთში, მარი ლე პენის პარტია ძალებს იკრებს და არაა გამორიცხული რომ მან შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვოს კიდეც.

არადა, ყველამ იცის, რომ მარი ლე პენსა და მის პარტიას რუსეთის ბანკები აფინანსებდნენ მას შემდეგ რაც მარი ლე პენი პირადად შეხვდა მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს.

თუ რუსულ სპეცსამსახურებს ასე ღიად და დაუსჯელად შეუძლიათ გერმანიასა და საფრანგეთში მუშაობა, ეს, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- მე არ ვიტყოდი რომ რუსული სპეცსამსახურები ღიად და დაუსჯელად მუშაობენ, მინიმუმ გერმანიაში. კი გავლენა შეიძლება აქვთ, მაგრამ ეს გავლენა არის უფრო სოციალური და პოლიტიკური.

ცხადია, გერმანია ღია და თავისუფალი საზოგადოებაა და ასეთ საზოგადოებებში უფრო უადვილდებათ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა.

მაგრამ, მე არ ვიტყოდი რომ რუსული სპეცსამსახურები დღეს მნიშვნელოვან ამინდს ქმნიან გერმანიაში ან პოლიტიკურ პროცესებში რაიმე გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ის რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის აფდ-ს აღზევება ქვეყნის შიგნიდან გამოწვეული პროცესია და აარა გარედან თავსმოხვეული.

მე არ ვიტყოდი რომ რუსული სპეცსამსახურები დღეს მნიშვნელოვან ამინდს ქმნიან გერმანიაში ან პოლიტიკურ პროცესებში რაიმე გადამწყვეტ როლს თამაშობენ, ის რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის აფდ-ს აღზევება ქვეყნის შიგნიდან გამოწვეული პროცესია და აარა გარედან თავსმოხვეული

- თუ გერმანიისა და საფრანგეთის საშინაო პოლიტიკაში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, ეს როგორ აისახება ევროკავშირის, როგორც გაერთიანების საგარეო პოლიტიკაზე? უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციაზე?

- ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი ვიდრე გერმანიაში. ეს იმის გამოცაა, რომ საფრანგეთი საპრეზიდენტო ქვეყანაა და იქ ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია ერთი არჩევნების მოგება.

გერმანიაში როგორც წესი ერთ პოლიტიკურ ძალას უჭირს აბსოლუტუტრი უმრავლესობის მიღება, ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მოხდა გერამნიის ისტორიაში, შორეულ 50-იან წლებში ადენაუერის დროს და მაშინაც ქრისტიან დემოკრატებმა უარი თქვეს ერთპიროვნულ მმართველობაზე. დღეს ასეთი სცენარი ძნელი წარმოსადგენია, რომ აფდ 50%ზე მეტი ხმა აიღოს.

თუმცა, ევროკავშირის მიდგომა რუსეთ-უკრაინის მიმართ რომ შეიცვალოს ამისთვის მხოლოდ მარი ლეპენის ან მსგავსი კანდიდატის გაპრეზიდენტებაც საკმარისი იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ანტი-რუსულ სანქციებს და უკრაინის ფულად დახმარებას.

ევროკავშირის მიდგომა რუსეთ-უკრაინის მიმართ რომ შეიცვალოს ამისთვის მხოლოდ მარი ლეპენის ან მსგავსი კანდიდატის გაპრეზიდენტებაც საკმარისი იქნება, რაც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ანტი-რუსულ სანქციებს და უკრაინის ფულად დახმარებას

სამხედრო და ფულადი დახმარება შეიძლება ორმხრივ რეჟიმში გაგრძელდეს უკრაინას და ცალკეულ ქვეყნებს შორის ან შეიძება სხვა ფორმატები მოიძებნოს, მაგრამ ევროკავშირის ერთიანი მულტიპლიციური ეფექტი რათმაუნდა დაიკარგება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა