სერგი კაპანაძე - სისტემის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა ერთ ადამიანს ექვემდებარება

სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა - სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ექვემდებარება ერთ ადამიანს და ასრულებს ერთი ადამიანის, მცირე ჯგუფის, ან კლანის მითითებებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობა არ არსებობს და ამის მთავარი მიზეზი მის სტრუქტურაში არსებული ხარვეზებია. კაპანაძის თქმით, სისტემა უნდა შეიცვალოს, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა - სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ექვემდებარება ერთ ადამიანს და ასრულებს ერთი ადამიანის, მცირე ჯგუფის, ან კლანის მითითებებს. აქედან გამომდინარე, უნდობლობა არის მზარდი. ეს არის ფუნდამენტური რამ, რაც უნდა შეიცვალოს. როცა ვამბობთ, რომ გვინდა ცვლილებები, გვინდა რომ გარდატეხა მოხდეს, ქვეყანა წინ წავიდეს და ამის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ გაიზარდოს ნდობა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ, ამას სჭირდება კონკრეტული რეფორმები, სრული დეპოლიტიზაცია პოლიციის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ქონა და ის ყველაფერი, რისი შესრულების ვალდებულებაც აიღო „ევროპულმა საქართველომ“ არჩვენებში ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა