სოფელ წაბლანის მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავს

სოფელ წაბლანაში მცხოვრები მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 1989 წელს სტიქიური უბედურების დროს დაზარალდნენ და საცხოვრებელი სახლები დაკარგეს. მათი თქმით, 208 ოჯახს ხელისუფლებამ ბათუმში საცხოვრებელი სახლი აუშენა, თუმცა ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და საცხოვრებლად შენობა უვარგისია.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ და შენობის მოწესრიგებას სთხოვენ.

























