„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან სენაკში გადაადგილდება

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გადაადგილდება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო ქვედანაყოფში შესვლამდე სამხედრო ტექნიკას დეკონტამინაცია უტარდება.

6 და 8 სექტემბერს დილიდან კი, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან სწავლების თეატრში - ვაზიანში მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება.

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით Ocean Freedom ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა. „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას“,- აღნიშნულია უწყებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო