თენგიზ ცერცვაძე - 8-9 მიკროაფეთქების შემთხვევა გვქონდა, ეს მიკრომატება ლოკალიზებული იყო მაქსიმუმ 2 კვირაში

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის რეგიონის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობის მდგრადობა შეინარჩუნა და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არ გაიზარდა.

„არ განიხილება რეგიონის დაკეტვა და არც საგანგებო ზომების შემოღება. არც განგაშის საფუძველს არ იძლევა ეს შემთხვევების მატება რაც აჭარაში დაფიქსირდა. ეს გარდაუვალია, როდესაც ჩვენ კოვიდის პანდემიის გარემოში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენს უშუალო მეზობელ ოთხ ქვეყანაში და მეორე რიგის მეზობელ ქვეყნებში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას, გარკვეულად შეზღუდულია მიმოსვლა, მაგრამ არის კონტაქტები, ტვირთბრუნვა. ჩვენ მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ გარკვეულ მიკროაფეთქებებს და მატებას, მაგრამ ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალური მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადგილი ექნება ქვეყანაში ფართო გავრცელებას. ასევე, საქართველომ არა მარტო მიაღწია სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდ წარმატებას კოვიდთან ბრძოლაში, როგორც შემთხვევების სიმცირის მხრივ, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ. მთავარი, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო ჯერჯერობით არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიღწეული შედეგები აღმოჩნდა მდგრადი. ყველგან, სადაც მოხსნეს შეზღუდვები, ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა მკვეთრი მატება და არა ისეთი, როგორიც ჩვენთან“,- განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ექიმებისა და სამთავრობო გუნდის ეფექტიანი ღონისძიებების შედეგია.

„საქართველოში დაბალი მაჩვენებელი გარდაცვალების არ იყო შემთხვევითი. ეს იყო შედეგი ექიმების და სამთავრობო გუნდის გააზრებული და ძალიან ეფექტიანი საპასუხო ღონისძიებების და ის, რომ ეს შედეგები დღემდე მდგრადია, ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ასეც დარჩება.

გვქონდა დაახლოებით 8-9 ასეთი მიკროაფეთქების შემთხვევა: მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთი, ვანი, მესტია - ყველაგან მიღებული იქნა მყისიერი ზომები და ეს მიკრომატება ლოკალიზებული იყო მაქსიმუმ 2 კვირაში. იგივე მოხდება მესტიაში“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა