ამირან გამყრელიძემ ბათუმის ბულვარში განთავსებული სამედიცინო კარვები დაათვალიერა და მოსახლეობას გამოკვლევის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბათუმის ბულვარში განთავსებული სამედიცინო კარვები დაათვალიერა, სადაც "კოვიდ 19"-თან დაკავშირებით გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაფართოებული კვლების შედეგად 8000 ადამიანს ნიმუში აუღეს, საიდანაც 8 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ კარვებში განთავსებულ სამედიცინო პუნქტებში ტესტირება ჩაიტარონ, რადგან უსიმპტომო მოქალაქეები დროულად გამოიკვეთონ.

"ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე სამი კარავი დგას. მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს მხარდაჭერის და დახმარებისთვის. მათი პერსონალი ემსახურება, არეგულირებს რიგებს და ეხმარება მოქალაქეებს. ძალიან კარგადაა დაცული დისტანცია. მოქალაქეებს დიდი ხანი რიგში დგომა არ უწევთ. ამასთანავე, სწრაფად ხდება ლაბორატორიაში ნიმუშების ტრანსპორტირება. ჩვენ ახლა კოლონადებთან დადგმულ ერთ-ერთ კარავს ვესტუმრეთ. დღეს უკვე 200-მდე ნიმუშია აღებული. 5-6 დღის განმავლობაში კარვებსა და რამდენიმე პოლიკლინიკაში სულ 8000-მდე ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, საიდანაც რვა დადებითი შემთხვევაა იდენტიფიცირებული. აქ მოდიან ადამიანები, ვისაც უკვე ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი და იტარებენ ტესტირებას. რაც მეტი ადამიანი მოვა და ჩაიტარებს გამოკვლევებს, კარგი იქნება, რადგან უსიმპტომო შემთხვევებს ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ. დაიწყება მათი მონიტორინგი, რადგან უსიმპტომოებს არ სჭირდებათ მკურნალობა. უფრო მალე აღმოვფხვრით ამ მცირე ეპიდაფეთქებას, რაც ბათუმში "დონას" კლასტერთან დაკავშირებით ჩამოგვიყალიბდა. გამოცხადებული 35 შემთხვევა პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება "დონას" კლასტერს, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ეპიდაფეთქება მალე ჩაქრება და ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება. ცოტა ხანი უნდა გავიჭირვოთ. კარგია, რომ ადამიანების მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მოვიდნენ და გამოკვლევა ჩაიტარონ. ეს გაგრძელდება კარგა ხანს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა