შაქარაშვილის ბიძა - ფარული ჩანაწერები ვნახეთ, დღითიდღე ამტკიცებენ მკვლელობაში თავიანთ მონაწილეობას, უყურეთ, როგორ აგრესიას გამოხატავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე დაკავებულების საკნებში დამონტაჟებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული, ზ.ხ. აცხადებს, რომ ის დანარჩენებს სთხოვდა, გიორგი შაქარაშვილის შეშვებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნიკოლაძე აცხადებს, არასრულწლოვანი თანამესაკნეებს ატყუებს, რადგან ბრალდებულმა იცის, რომ მას უდანაშაულო ბავშვის მკვლელობისთვის პასუხს საკანშიც მოსთხოვენ.

„ვნახეთ ფარული ჩანაწერები და დღითიდღე ამტკიცებენ მკვლელობაში თავიანთ მონაწილეობას, იმას, რომ ისინი უდანაშაულოდ პასუხისმგებლობაში არავის მიუცია. თქვენ უყურეთ, როგორ აგრესიას გამოხატავენ ისინი ყველას მიმართ, როგორ გეგმავენ მოწმეებზე ზეწოლას, მოწმეებზე კი არა, ქალებზე, ბავშვებზე, ოჯახის წვერებზეა საუბარი. როგორც ჩანს, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ის არასრულწლოვანი კი მამამისზე უარესია, ის ყველას პირდაპირ ამხელს. საკანში იმიტომ ყვება, რომ მას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, რომ ბუნებრივია, უდანაშაულო ბავშვის სიკვდილი იქაც არ ჯდება კაცურ ამბავში და იქაც სთხოვენ პასუხს. თვითონვე ამბობს, რამდენი ვეხვეწე და შაქარაშვილს ვერ მოვაცილე, მაინც გააგრძელეს ცემაო. თუ ცემის ფაქტს ხედავდა, თითონაც იქ ყოფილა ხომ? თანამესაკნეებს ატყუებს, რომ მართალი გამოვიდეს, უდანაშაულო ბავშვის მოკვლისთვის ცხვირ-პირს გაუნგრევენ საკანშიც და თავს იმართლებს. როგორც ვიცი, ექსპერტიზით ასეთი რამ არის დადგენილი, რომ ვასილ მახარაძე მარტო ბრუნდება და მარტო ჯდება მანქანაში, ვინც ბავშვებს გაეკიდნენ, უკან არცერთი ბრუნდება. თვითონვე ადასტურებს, ვეხვეწე შეეშვითო, საიდან ეხვეწა, მანქანაში იჯდა და არაგვის პირზე ეხვეწა, წამოდითო? რევაზიშვილის აგრესიაც ნახეთ ხომ? გადავრჩით, რომ ჩანთაზე დნმ-ის ნიმუში არ ამოვიდა, თორემ დაღუპული ვიყავიო, ამბობს“, - აცხადებს ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნესთან საუბარში აცხადებს, რომ თუკი, მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება.

როგორც არასრულწლოვანი ამბობს, რომ ის დანარჩენებს უყვიროდა შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა, ისინი არ გაჩერდნენ. აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა