დღეს ზუგდიდში, თხილის ფესტივალი გაიმართება

6 სექტემბერს, ზუგდიდში, თხილის ფესტივალი ,,თხილობა 2020“ გაიმართება. ფესტივალი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ტარდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თხილის ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავს ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება, რაც მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულ დარგში დასაქმებული ადამიანებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, 6 სექტემბერს, ზუგდიდში მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის:

16:00 საათიდან დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იქნება თხილი და თხილის ნაწარმი, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, სამეგრელოსთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

16:30 საათიდან გაიმართება ელარჯისა და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები (დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორია).

17:30 საათზე გაიმართება გელა გნოლიძის ბენდის კონცერტი (დადიანების სასახლის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია).

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. თხილის ფესტივალს „თხილობა 2020“ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრებიან.

„თხილი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. ბოლო წლების განმავლობაში, თხილის წარმოება ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ საქართველო თხილის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წელს, საქართველოში თხილის ჭარბი და ხარისხიანი მოსავალია. 2020 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 50 ათას ტონას შეადგენს, რაც 2019 წლის თხილის მოსავალს (35 ათასი ტონა) დაახლოებით, 30 %-ით აღემატება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს