გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, 8 პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 74 ადამიანი მკურნალობს, აქედან 18-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მიმდინარე დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა 12 შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ ე.წ. დონას დადასტურებულთან მყოფი კონტაქტი და სამი ისევ „დონასთან“ აფელირებული შემთხვევა. დანარჩენები კი გამოვლენილი არის პოლიკლინიკასა და ბულვარში, აგრეთვე „ცხელების ცენტრში“. ესენი ყველა თვითდინებით არიან მისული.

ჯერჯერობით ვიდრე ეპიდკვლევა არ დასრულდება, საწყის ეტაპზე, როგორც უცნობი წყარო განიხილება. უცნობი 8 შემთხვევაა. 12 -დან 4 არის „დონასთან“ კავშირში. ვიმედოვნებთ, რომ მოპოვებული იქნება ეს ინფორმაცია“,- აღნიშნა შავიაშვილმა.

მისივე თქმით, სპეციალურად მოწყობილ კარვებში ტესტირება გუშინდელი მონაცემებით 653-მა პირმა ჩაიტარა, ხოლო კლინიკებს მიმართა 463-მა ადამიანმა.

„კარვებში მიმდინარე აქტივობამ ცოტა კლების ტენდენცია მიიღო, ანუ დაახლოებით 653 პირი იყო გუშინდელი დღის განმავლობაში დატესტილი. პოლიკლინიკებში 463 პირმა მიმართა და ჩაიტარა ტესტირება. დღეს კვირა დღეს, კვლავ იგივე რეჟიმში მუშაობს პოლიკლინიკები, რაც შეეხება კარვებს - მივაქციოთ ყურადღება ამინდს. ამინდთან დაკავშირებული იქნება ეს აქტივობა, თუ უფრო მეტად არ გაწვიმდა, ალბათ, ხელი არ შეეშლება. სულ დღე-ღამის განმავლობაში 1800 ტესტი ჩატარდა, და აჭარის ტელევიზიაში კვლევა ჯერ არ არის დასრულებული და რაც არის შესრულებული - იქ გამოვლენა ნულია.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 74 პაციენტია, ასევე 8 პირი გაეწერა.

იფიცირებულები ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მართვით სუნთქვაზე არცერთი არ არის. პნევმონია 18 პირს უფიქსირდება", - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა