გიგი უგულავა - დღეს, ზუგდიდს გახარია სტუმრობს, ვაჟბატონი ჩიქოვანის, თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა, გადაწყვიტა საჩუქარი მიეძღვნა და ჩემს პლაკატებს მისი პლაკატები გადააკრეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუგდიდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, ზუგდიდში პლაკატები გააკრა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის კარიკატურა არის გამოსახული.

მისი განცხადებით, დღეს ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატები გადააკრეს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, კარიკატურების გაკვრა მისი მხრიდან პასუხია „ქართული ოცნების“ „ველურ საქციელზე“.

„დღეს ზუგდიდს სტუმრობს გიორგი გახარია და მთელი ღამის განმავლობაში ვაჟბატონი, ჩიქოვანის თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა, გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იმ მარშრუტზე, სადაც გახარია გაივლის, ჩემს პლაკატებს ბატონი ჩიოქოვანის პლაკატები გადააკრეს. ბატონ ჩიქოვანს მინდა ვუთხრა, რომ ძველი ქართული კინოფილმები მაინც ნახოს და იცოდეს, რომ თავიდან ვერ წაშლი. სირცხვილია შერვარდნაძის დროინდელი ტაქტიკით მუშაობა, ადრე სადაც შევარდნაძე ჩადიოდა, მარტო იქ აგებდნენ ხოლმე ასფლატს, ახლა პლაკატები დაახვედრეს, თითქოს მე აქ არ ვარსებობ. ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით, ამიტომ ჩვენ ამ პლაკატებით დავხვდებით პრემიერ-მინისტრს, სადაც კარიკატურულად არის გამოსახული ბატონი ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან. დღეს მთლიანად იმ მარშრუტზე, სადაც გახარია იმოძრავებს დახვდება მას ივანიშვილი, რომელსაც ჩემოდანი აქვს ჩალაგებული და იპარავს ზუგდიდის აბრას“, - განაცხადა უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს