ამირან გამყრელიძე - უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არსებობს და ჯერჯერობით არ მოისპობა-თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ საგანგებო მდგომარეობაზე არ იქნება საუბარი

თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოება უნდა შეეგუოს კორონავირუსთან თანაცხოვრებას.

„ეს არის გლობალური პოლიტიკა , რომ ჩვენი მთავარი სლოგანია - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად. კორონავირუსული ინფექცია არ გაქრება არც ერთ თვეში და არც ხუთ თვეში, დაახლოებით 1 წელი, წელიწანახევარი მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება ისევე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად, დიაბეტთან ერთად, სხვა დაავადებებთან ერთად, ხომ არ ვკეტავთ ქვეყანას? უნდა გავითავისოთ, რომ ეს დაავადება გაჩნდა, არსებობს და არ მოისპობა ჯერჯერობით, ვიდრე არ იქნება პირდაპირი მოქმედების ეტიოტროპული წამალი ან ვაქცინა. თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა არავითარ ჩაკეტვებზე და ღონისძიებების გამკაცრებებზე საუბარი არ იქნება, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა.

გაფართოებული ტესტირებით შეგვიძლია, რომ დროზე გამოვავლინოთ და მოვახდინოთ ამ ადამიანთა იზოლაცია. რაც შეეხება მიკროღონისძიებების გამკაცრებას, რაც გამოყენებული იყო მესტიაში, ყარაჯალაში ბოლნისში და სხვაგან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ჩვენ ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა