რუსთავში „ავერსის“ კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლების 80-მდე კონტაქტია დადგენილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი "ავერსის" კლასტერიდანაა.

"ავერსის" კლინიკათა ქსელის რუსთავის ფილიალში კორონავირუსი დღეს კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ეპიდკვლევა აქტიურად მიმდინარებს, ამ დროისთვის დადგენილია 80-მდე კონტაქტი, მათგან 20 სკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, 60 კი თვითიზოლაციაში.

31 აგვისტოდან დღემდე, კლინიკა ,,ავერსის" მედპერსონალს და მათ კონტაქტებს, ჯამში 15 პირს დაუდგინდა კორონავირუსული ინფექცია. მათგან ცხრა რუსთავის მცხოვრებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო