ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 5 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული,მათ შორის ერთი ბავშვია.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მისივე თქმით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან წლის და 8 თვის ბავშვი ფოთიდან, 19 წლის ბიჭები ხობიდან და ფოთიდან, 52 წლის მამაკაცი ფოთიდან და 68 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან.ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში მოხდება. პასუხიც მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 6 პირი იმყოფება. მათივე თქმით, აღრიცხვაზეა აყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

"თვითიზოლაციაში გვყავს 6 ადამიანი. აქედან ერთი, ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ჩამოვიდა პოლონეთიდან, მას დღეს ეწურება თვითიზოლაციის ვადა და უტარდება განმეორებითი ტესტირება. სამი რუსეთიდანაა ჩამოსული, რომლებიც დღეს იტესტებიან. ორი, ფოთის ნავსადგურის წარმომადგენელია, რომლებსაც თვითიზოლაცია 11 სექტემბრამდე უგრძელდებათ.

ასევე, აღრიცხვაზე გვყავს ერთი ახალგაზრდა ბიჭი, "ნიკორას“ თანამშრომელი, რომელსაც სწრაფი ტესტით დაუდასტურდა ვირუსი, ხოლო ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი შედეგი ანახა, მაგრამ, წესით და რეკომენდაციებით თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნა ეკუთვნის. "ნიკორამ" თემო-სკრინინგით თავად აღმოაჩინა, რომ მას ჰქონდა ტემპერატურა, არ დაუშვა სამასახურში და მოგვმართეს ჩვენ. აგრეთვე გვყავს მეთვალყურეობის ქვეშ, თურქეთიდან ჩამოსული ქალბატონი, რომელსაც შვილი გარდაეცვალა. ის არ იმყოფება თვითიზოლაციაში, რადგან ყოველ 72 საათში უტარდება ტესტირება.

რაც შეეხება ბათუმის საკონდიტრო ,,დონას“ კლასტერს, ბოლო მონაცემებით შესამოწმებლად 30-მა ადამიანმა მოგვმართა, არცერთს ,,კოვიდ 19“ არ დაუდგინდა“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა