დაბა ლაითურიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 63 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ

ოზურგეთში, დაბა ლაითურიდან კორონავირუსით დაინფიცირებული 63 წლის ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში გადადის ინფიცირებული ქალის ოჯახი. მათივე თქმით, აღნიშნული ქალის კონტაქტი საკმაოდ ფართოა. ლაიათურში ეპიდემიოლოგიური კვლევა მომდინარეობს.

"ინფიცირებული ქალის კონტაქტი საკმაოდ ფართოა. უკვე გამოვლინდა 30 კონტაქტი და მათ ტესტირება ჩაუტარდათ, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგიური კვლევა ლაიათურში ამჟამადაც მიმდინარეობს“, - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ცენტრში.

შეგახსენებთ, 63 წლის ქალს კონტაქტი 23 წლის ჩოხატაურელ ქალთან ჰქონდა, რომელიც ე. წ. "დონას“ კლასტერს წარმოადგენს. ეს გურიაში გამოვლენილი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევაა. პირველი, 4 სექტემბერს ჩოხატაურში დაფიქსირდა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა