„ევროპულმა საქართველოს“ ლიდერები სენაკში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან ფოთის, ხობისა და სენაკის მოსახლეობასა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

„ევროპულმა საქართველომ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევში, ციხე-გოჯთან ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქის მხარდამჭერებთან ერთად საზეიმო შეკრება გამართა.

როგორც“ ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეკრებას მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდნენ პარტიის ლიდერები: დავით ბაქრაძე, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა.

გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და მათ პარტიის პროგრამაზე ესაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, სწორედ მათთან ერთად განახორციელებს გარდამტეხ ცვლილებებს „ევროპული საქართველო“.

დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ იქნება გუნდი, რომელიც ქვეყანს ამ მძიმე კრიზისიდან გამოიყვანს.

გიგა ბოკერიამ, საზეიმო შეკრებაზე, მხარდამჭერებს წარუდგინა აფხაზთა კრების თავჯდომარე, მალხაზ პატარაია, რომელიც „ევროპული საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.

„მადლობა ყველას აქ ყოფნისათვის, მადლობა თქვენ ყველას წინასწარ იმ ბრძოლისთის და შრომისთვის, რომელშიც ერთად ვიქნებით შემდეგი 2 თვე. რაც მთავარია, ამ ბრძოლის შემდეგ, როცა ივანიშვილს გავუშვებთ სახლში, შემდეგ გვექნება ერთად სამუშაო, ჩვენ და თქვენ ამ ქვეყანას ერთად უნდა მოვუტანოთ ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა შევუმციროთ ხალხს წნეხი, რათა მეტი სარგებელი დარჩეთ მათ ჯიბეში. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც თქვენთან ერთად უნდა განვახორციელოთ, რათა ყველა ოჯახს 2000 ლარით ნაკლები ხარჯ ჰქონდეს გადასახადების შემცირებით, ის ქონება, რომელსაც ბიუროკრატები ფლანგავენ, ხალხს უნდა დაუბრუნდეს კერძო საკუთრებაში, რათა ეკონომიკა ამუშავდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ჩვენ უნდა შევქმათ საქართველოს ისტორიაში პირველად, თქვენი დახმარებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რათა თან კრიმინალს არ ავაშვებინოთ თავი, რასაც ახლა ივანიშვილი აკეთებს და თან გვქონდეს თავისუფალი სასამართლო. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვჭირდება, ეს არის გზა, საითაც უნდა ვიაროთ და თქვენთან ერთად უნდა ვიყოთ ეს კომპასი, რათა ამ ქვეყანამ ამ გზას აღარ გადაუხვიოს. დღეს ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდს შეემატა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფიგურა, ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ მრავალი წელია, ადამიანი, რომელიც მაგალითი იყო ეროვნული მოძრაობის საწყისიდან ამ ქვეყნის პატრიოტიზმის, სამოქალაქო ღირებულებების და წესიერების. ადამიანი, რომელიც წარმოადგენს დიდ თემს იმ ადამიანების, ვინც ჩვენმა მტერმა, ოკუპანტმა რუსეთმა გამოდევნა აფხაზეთიდან, ეს ადამიანი არის მალხაზ პატარაია და მიხარია, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ის თქვენთან ერთად იქნება ნაწილი იმ გუნდის, ვინც ამ გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ერთად ვიბრძოლოთ ეს ორი თვე და შემდეგ ერთად ვიმუშაოთ, რათა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დავით ბაქრაძის თქმით, მისი გუნდი მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძვის.

„თუ რომელიმე გუნდი საქართველოში არის, ვისაც აქვს ხედვა, ცოდნა და კომპეტენცია, ენერგია და იცის თუ რა გზით უნდა წაიყვანოს ქვეყანა, ვინც შეიძლება ხალხს ემსახუროს, როგორც კომპასი, იმ უიმედობის და პრობლემების ოკეანეში, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, თუ ასეთი გუნდი არსებობს, ამ გუნდის სახელია „ევროპული საქართველო“, ამ გუნდის წევრები ხართ თქვენ და ეს გუნდი თქვენთან ერთდ იბრძვის გამარჯვებისათვის,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა