შალვა კერესელიძე - სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება

„სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება" - ამის შესახებ „ქათული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მწვრთნელები და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც სპორტის უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.

შალვა კერესელიძის თქმით, დუშეთში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მისივე განცხადებით, დაგეგმილია ისტორული სტადიონის რეაბილიტაცია, ფასანაურში კი, სპორტულ დარბაზს უტარდება რეაბილიტაცია.

„სპორტული კომპლექსი, რომელსაც დუშეთში ვაშენებთ, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზი მრავალი მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?