მიხეილ რამიშვილი - დეა კაპანაძის ჩვენება ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვლის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ერთ-ერთ ჩვენებაში გამორიცხავდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი უცხო ადამიანის თხოვნით ან დახმარების მიზნით უცნობ ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს რაიონში წასულიყო.

რამიშვილი თამარ ბაჩალეიშვილის ტელეფონისა და კომპიუტერის მონაცემების აღდგენას ითხოვს.

„მინდა შევეხო რამდენიმე ჩვენებას. ერთ-ერთი არის დეა კაპანაძის ჩვენება, რომელიც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ შემთხვევაში, ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმე ფაქტს. ერთ-ერთია ის, რომ როცა დეა კაპანაძე დაკითხვაზე მივიდა, საერთოდ არ იყო არანაირ თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბარი. ერთი საინტერესო ფაქტია, კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა თამარი იქ აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგან იყო ძალიან გულჩვილი და ამავდროულად ძალიან მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე, როგორც მისი მეგობარი, გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მამაკაცი. ანუ, ამ შემთხვევაში დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი. თვით მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ გამორიცხული იყო, რომ შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე ვინმეს თამარი გაეყვანა სახლიდან“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ის ასევე კაპანაძის ჩვენებებში შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ თამარის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო ანა ჭანკვეტაძისგან, ეს გახლავთ თამარის კლასელი, ხოლო მეორე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის თაობაზე მან არა მისი მეგობრისგან, ანუ, თავისი და თამარი მეგობრისგან - ანა ჭანკვეტაძისგან, არამედ თვით თამარ ბაჩალიაშვილისგან შეიტყო და ეს მოხდა დაახლოებით სამი წლის უკან:

„ხსენებული საუბარი არ მახოვს, თუმცა, მახსოვს რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ , რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელების და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელმკლავიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია მისი დაზიანებები, ხოლო მეორედ დაახლოებით 14 წლის ასაკში, როცა მათ ოჯახში მის მშობლებს შორის მოხდა კონფლიქტი და საქმეში ჩაერთო პოლიცია. თამარს ხსენებული ოჯახური კონფლიქტის გამო დაულევია ძლიერ მოქმედი წამლები თავის მოკვლის მიზნით, რა დროსაც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში და მკურნალობდა იაშვილის სახელობის კლინიკაში.“

როცა პოლიციის და გამოძიების მხრიდან დაიწყო თვითმკვლელობის ვერსიის გამყარება და ამაზე მთელი ყურადღების მიქცევა, რომ ეს იყო აუცილებლად ჩადენილი თვითმკვლელობა, ეს ჩვენებებიც მხოლოდ და მხოლოდ აქეთ იყო ორიენტირებული“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა