აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, პრევენციის მიზნით არხის 149 თანამშრომლის ნიმუში გამოიკვლიეს.

როგორც ცნობილია, გუშინ ბათუმის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად აჭარის ტელევიზიის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულმა პირმა კლინიკას თვითდინებით მიმართა, რომელსაც სიმპტომები აღენიშნებოდა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში, აჭარის ტელევიზიის შენობაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 74 ადამიანი მკურნალობს. მათი უმრავლესობა ე.წ დონას კლასტერს მიეკუთვნება. 8 ინფიცირებულის წყაროს ეპიდემიოლოგები იკვლევენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა