გიორგი გახარია - ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესია

ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, სასამართლოს ნაწილზე freedom house-ის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან.

„სასამართლოს მიმართულებით ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოს რეფორმები მიმდინარეობს თანმიმდევრულად, იცით რომ ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ ამ მიმართულებით უმჭიდროვესი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველა თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი არის. დღეს ეს პროგრესი აბსოლუტურად ნათელია, თუ შევადარებთ გუშინდელ დღეს. ხვალ ეს პროგრესი იქნება კიდევ უფრო მეტი“, - განაცხადა გახარიამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ