ლევან დავითაშვილი - „თხილობა 2020“ კარგი ტრადიციის დასაწყისია, რომელიც ყოველ წელს სამეგრელოში გაიმართება, სადაც ჩვენი შრომის შედეგის ჩვენება და ცოდნის გაზიარება შეგვეძლება

„თხილობა 2020“ კარგი ტრადიციის დასაწყისია, რომელიც ყოველ წელს სამეგრელოში გაიმართება, სადაც ჩვენი შრომის შედეგის ჩვენება და ცოდნის გაზიარება შეგვეძლება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“პატარა ექსკურსი მინდა შემოგთავაზოთ - თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, ჩვენ შარშან, ორდუში გადავწყვიტეთ, საქართველოში თხილის ფესტივალის ჩატარება. იცით, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - თხილის კულტურაში, სამი წამყვანი ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა.

ჩვენ თხილის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც ვიზეიმეთ. პრემიერმაც აღნიშნა, რომ თხილი მხოლოდ სამეგრელოში არ მოგვყავს. მოგეხსენებათ, გურიაში, იმერეთში, კახეთში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თხილი ერთ-ერთი წამყვანი კულტურაა, თუმცა თხილის კულტურის მნიშვნელობა განსაკუთრებულია სამეგრელოს რეგიონისთვის შესაბამისად, სიმბოლური არის, რომ ყველა რეგიონში ჩატარებული ზეიმი-ზუგდიდში გვირგვინდება“, - განაცხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარს უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო