პრემიერ-მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფელ კოკში ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანთან, აბაშის, მარტვილის წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახს ესტუმრნენ.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ნუგზარ ბერაიას სახლი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო „კოკი 2014"-თან მდებარეობს და სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოში დღეს ნუგზარ ბერაიას ოჯახის 3 წევრი მუშაობს.

მათი განცხადებით, ჰქონდათ თხილის ბაღი, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ უვლიდნენ. გასულ წელს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სახელმწიფოს დახმარებით, მათ მიიღეს თხილის შესაწამლი საშუალებები, ასევე შეისწავლეს მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდებიც. როგორც ნუგზარ ბერაიამ პრემიერსა და მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, შედეგად ოჯახმა წელს, თხილის გაყიდვით დაახლოებით 10 000 ლარამდე შემოსავალი მიიღო.

„ბერაიების ოჯახმა მთავრობის მეთაურსა და მინისტრს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან თხილის სექტორის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროგრამების მნიშვნელობას. სტუმრებმა ფერმერის მიერ მოყვანილი თხილიც დააგემოვნეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების მიზანია, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ როგორც საკუთარი ოჯახები, ასევე დაასაქმონ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, ფერმერ ნუგზარ ბერაიას ოჯახში მაჟორიტარი დეპუტატები, მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია იმყოფებოდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა