გიორგი გახარიამ და ლევან დავითაშვილმა თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი" დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პრემიერსა და მინისტრს საწარმოს დირექტორმა საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვი გააცნო, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" ჯამურად 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმო, რომელშიც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, წელიწადში, 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თხილის საწარმოს მიმდებარედ, კომპანია ფლობს სამაცივრე საწყობსაც, რომელიც სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა და პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამაცივრე საწყობიც დაათვალიერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა