ჯოზეფ ბორელი - ბელარუსს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი სჭირდება

ბელარუსს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი სჭირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ, შთამბეჭდავი მასობრივი დემონსტრაციები მინსკსა და სხვა ქალაქებში აჩვენებს ბელარუსი ხალხის გადაწყვეტილებას თავისუფლებების, უფლებებისა და დემოკრატიის მისაღწევად. ამ ყველაფერის - ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან დაპატიმრებების, დაშინების და ძალადობის მიუხედავად, საჭიროა ინკლუზიური ეროვნული დიალოგი,“ - წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს და პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. საპროტესტო აქციების დროს დაღუპულია სულ მცირე ოთხი და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა