„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება

ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბოლო დეტალები სწავლების ხელმძღვანელმა და მონაწილე პირადმა შემადგენლობამ გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეაჯერა და დააზუსტა.

სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი Ocean Freedom აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც პარტნიორობის ნიშნად, სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის - ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იხსნება და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ 4 ქვეყანასთან ერთად - აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებს მონაწილეობას.

სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა