ექიმის განცხადებით, 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა

8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა.

როგორც ექიმმა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა გიორგი არაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება რეანიმაციურ განყოფილებაში. აქვს პოლიტრავმული დაზიანებები, ქალაფუძის მოტეხილობები, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. ამ ეტაპისთვის პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, ამ ეტაპისთვის არ საჭიროებს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა, ტრავმული დაზიანებების გამო, სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს,“- განაცხადა გიორგი არაბიძემ.

შეგახსენებთ, ახალციხის მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა