გერმანიაში კორონავირუსის 814 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 814 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 250 799-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით არავინ გარდაცვლილა და დაღუპულთა რიცხვი კვლავ 9 325-ია.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 27 293 825 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 19 378 823 და დაღუპულია 887 557 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა