ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს და შუა ხნის ქალს კონტქტი ჰქონდათ 62 წლის კოვიდინფიცირებულთან.

„როგორც იცით, გუშინ დადგენილი იქნა 32 კონტაქტი. ნაწილი ანალიზის პასუხებისა უკვე ცნობილია, ნაწილს კი ველოდებით. დღეს დაგვემატა ორი ინფიცირებული. ორივე ლაითურელი ქალის კონტაქტია. ეპიდემიოლოგები ახლა აღნიშნული პირების კონტატების მოძიებასა და ტესტირებას გეგმავენ“, - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოზურგეთის ცენტრის ხელმძღვანელი , არჩილ მჟავია.

დღეისათვის გურიაში კოვიდ ინფექციის 6 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 ოზურგეთის და 2 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა