გიგი უგულავა ზუგდიდში თხილის ფესტივალს დაესწრო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდში თხილის ფესტივალს დაესწრო.

გიგი უგულავას თქმით, მნიშვნელოვანია თხილის, სტრატეგიული აგროპროდუქტის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, უგულავამ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ფაროსანამ ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად დააზიანა და ახლა მისი აქტუალიზებაა საჭირო, რათა ქართული თხილი იყოს კუნკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.

„თხილობა 2020, საქართველოს თხილის მეწარემეთა ასოციაციის ინიციატივაა, რომელსაც USAID უჭერს მხარს. კარგი ღონისძიებაა, რადგან აქ მთელი წლის ნაშრომი კარგად ჩანს. თხილი სამეგრელოსთის განსაკუთებული აგროპროსუქტია, უკანასკნელ წლებში ფაროსანამ ის ძალიან დააზიანა და მნიშვნელოვანია მისი, ასე ვთქვათ, მწყობრში ჩაყენება, რისთვისაც აუცილებელია შეწამლვა და მთელი რიგი სამუშაოები. ამ მიმართულებით ბევრი რამაა გასაკეთებელი, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან ტრენინგები თუ სხვა ტიპის დახმარება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ გლეხმა, ფერმერმა თავი იგრძნოს დაცულად და მიიღოს შემოსავალი. თხილი ნამდვილად არის შემოსავლიანი ბიზნესი და ამიტომ მას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა