აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აქედან მხოლოდ ორის ინფიცირების წყაროს დადგენას ცდილობენ.

მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 88 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევაა, უმრავლესობა არის დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს, რათა კონტაქტები დადგინეს. კარვებსა და პოლიკლინიკებში ტესტირება შაბათ - კვირასაც მიმდინარეობდა, თუმცა კლების რეჟიმი აღინიშნება. მხოლოდ კარავში 400-მდე ტესტი ავიღეთ, ხოლო კლინიკებში 180-მდე. ქორწილთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი პირი არის, მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო