ფოტოკონკურსი „ვეტერანი" იწყება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფოტოკონკურსს აცხადებს, სახელწოდებით - „ვეტერანი." ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საკონკურსო ფოტოების მიღება 5 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფოტოები, რომლებიც საზოგადოებაში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, გამარჯვებულად ვეტერანის დღეს, 17 ოქტომბერს გამოვლინდება.

„იმისათვის, რომ ფოტომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს, ის კონკურსის თემატიკას უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, უნდა იყოს მაღალი ხარისხის, არანაკლებ 2000 პიქსელისა. ფოტო უნდა იყოს მონაწილის გადაღებული. ფოტოკონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს გრაფიკული დიზაინით ან ფოტო-მონტაჟით შექმნილი ფოტოები;

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უფლებამოსილია, კონკურსიდან მოხსნას ფოტო, რომელიც არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს.

I,II, III ადგილზე გასული ფოტოს ავტორებს, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული ფოტოს ავტორს საცუქრად მობილური ტელეფონები გადაეცემათ.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა