„ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას ეპიდაფეთქების სამართავად 9-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრები ლევან ანთაძე და გიორგი კირთაძე ქვეყანაში ეპიდაფეთქების სამართავად ხელისუფლებას 9- პუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

როგორც მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული გეგმა შესაძლებლობას შექმნის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესები დაბალანსდეს.

მათი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციით „ქართული ოცნება" სარგებლობს.

„ქართულმა ოცნებამ" უნდა დაამთავროს პანდემიის გამოყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, რადგან ასეთი ყალბი მიდგომა იწვევს უნდობლობას არამარტო „ქართული ოცნების“, არამედ ეპიდღონისძიებების მიმართაც.

გაუქმდეს იძულებითი კარანტინი, რადგან ეს ძვირადღირებული, კორუფციული და ნეპოტიზმის რისკების შემცველი ღონისძიება არ გამოიყენება პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში. გაიზარდოს „პისიარ“ ტესტირების დღიური რაოდენობა. მომზადდეს დღევანდელი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ჰოსპიტალური სექტორის რეაგირების გეგმა აჭარის რეგიონისთვის. აუცილებელია ბავშვთა ასაკის კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლფონდის ფორმირება აჭარაში.

კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე მედ-პერსონალს( კოვიდ კლინიკების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხელების ცენტრების თანამრომლებს) დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი.

გამკაცრდეს ადმინისტრირება და ზედამხედველობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების წესების დარღვევაზე.

პირველ რიგში უნდა გაიხსნას საზღვრები და სრულად აღდგეს საჰაერო ფრენები, კარგად მესმის, რომ ეს დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან, მაგრამ მსოფლიოში ბევრი წარმატებული მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება საზღვრების გახსნით არ მივიღოთ ეპიდსიტუაციის გაუარესება.

შემოსვლა თავისუფალი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის ( განურჩევლად მოქალაქეობისა,) რომლებიც ბოლო 14 დღე იმყოფებოდნენ კეთილსაიმედო ქვეყანაში. რომელი ქვეყანა მივიჩნიოთ კეთილსაიმედოდ? ამისთვის შეიძლება ვისარგებლოთ შემთხვევათა კუმულაციური ციფრით, რაც გულისხმობს კორონავირუსის გავრცელებას 100 000 მოსახლეზე ბოლო 14 დღის განმავლობაში. თუ ეს ციფრი 16-ზე ნაკლებია, ქვეყანა ითვლება კორონავირუსის გავრცელების კუთხით კეთილსაიმედოდ. თუ ადამიანი მოდის არაკეთილსაიმედო ქვეყნიდან, მაშინ ის მიდის თვითიზოლაციაში და მე-12 დღეს იკეთებს „პისიარ“ ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეძლევა თავისუფალი გადაადგილების საშუალება.

უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა აუცილებელი და გადაუდებელი ეპიდღონისძიებების გატარებისას“, - აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა