ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები - მაღალი კომპეტენციებით“ მხარდასაჭერად სამეგრელოს ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს ახორციელებს. ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, სააგენტო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ მიმდინარეობის შესაფასებლად, სამეგრელოს ეწვია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებში იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

„პროექტის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და სამ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ტრენინგ კურსს, რომელშიც სამეგრელოს 8–ვე მუნიციპალიტეტიდან 14–25 წლამდე 25 ახალგაზრდაა ჩართული.

სასწავლო ვიზიტებს, რომელსაც ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები რეგიონში განახორციელებენ 4 მიმართულებით, რის შემდეგაც 8–ვე მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფებს შექმნიან და ადგილზე ახალგაზრდების საჭიროებებზე დაფუძნებით საპროექტო წინადადებებს მოამზადებენ, რომლებიც პროექტის განვრცობის მიზნით, პროექტის ფარგლებშივე დაფინანსდება და განხორციელდება. საერთო ჯამში პროექტ „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ სამეგრელოში 225 ბენეფიციარს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მოხალისეობრივად არიან დასაქმებული ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც თავის მხრივ არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში”,-აღნიშნულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა