07.07.2025 / 08:38
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები გზისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ. მათი თქმით, წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„თავად ხედავთ რა მდგომარეობაა, შიდა სასოფლო გზები სარეაბილიტაციოა, არავინ გვაქცევს ყურადღებას, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და წვიმის დროს წყალი სახლში შემოდის. ვითხოვთ დახმარებას“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, კონკრეტულ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს